GD Banner
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ხვალ რომ ტარდებოდეს საპარლამენტო არჩევნები, გარანტირებულად საკონსტიტუციო უმრავლესობას ავიღებდით

დიახ, ჩვენ ვემზადებით იმისთვის, რომ მოვიპოვოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. თუ ტექნიკურ მხარეს შევხედავთ და რეიტინგების დონეზე ვისაუბრებთ, ხვალ რომ ტარდებოდეს საპარლამენტო არჩევნები, გარანტირებულად საკონსტიტუციო უმრავლესობას ავიღებდით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იგივე შედეგებით, მითუმეტეს თუ ამ რეიტინგებს გავამყარებთ სწორი საარჩევნო კამპანიით, ბუნებრივია, მივიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას და ამიტომ გვაქვს ამის ამბიცია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„თუ პოლიტიკურ ნაწილზე ვსაუბრობთ, როდესაც ხელისუფლება მეოთხე ვადით საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსვლის განაცხადს აკეთებს, ესე იგი ეს ამბიცია რაღაცით არის გამყარებული. ხალხი შემთხვევით არ იღებს ხოლმე ასეთ გადაწყვეტილებებს, მითუმეტეს მეოთხე შემთხვევაში. ეს ეფუძნება სიმართლეს, სამშობლოს სიყვარულს, სწორ მოქმედებას, სწორ მენეჯმენტს. საქართველოს დიდი წინსვლა ჰქონდა ამ წლების განმავლობაში, მიიღო კანდიდატის სტატუსი. დღეს ქვეყანა არის ევროპული ოჯახის წევრობის კანდიდატი, გვაქვს ეკონომიკური წინსვლა. გვრჩება უამრავი გამოწვევა: როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ სიღარიბე 30-დან 15 პროცენტამდე შემცირდა, ეს 15% ძალიან ბევრ ადამიანს ნიშნავს და ეს უდიდესი გამოწვევაა. ხალხი გვენდობა, რომ ჩვენ ქვეყანას კიდევ უფრო წინ წავიყვანთ. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც გამოდის ეროვნული ინტერესებიდან. ხელისუფლება იბრძვის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის და ამავდროულად ახერხებს, ქვეყანაში ჰქონდეს მშვიდობა, არ გახადოს ქვეყანა მეორე ფრონტის პლაცდარმად. ეროვნული ინტერესების გატარება არის ყველაზე მთავარი საფუძველი, რომელსაც აფასებს ქართული საზოგადოება“, – აღნიშნა მდინარაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,194 ნახვა