GD Banner
პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ხაზარაძე შემიძლია მოვიხსენიო სააკაშვილის მაროდიორად – როდესაც სააკაშვილი იყო ხელისუფლებაში, თუ ვინმე ამ ნაძარცვი ბიზნესის გადანაწილებაში, ქონებების მითვისებაში იყო ჩართული, ერთ-ერთი იყო ხაზარაძე და მისი ბანკი

როცა საუბრობთ ისეთ პიროვნებაზე, როგორიც არის ბატონი ხაზარაძე, იგი უნდა მოიხსენიოთ კრიმინალად. შეგახსენებთ, რომ ბატონი ხაზარაძე არის გასამართლებული, თაღლითობაში იყო მხილებული, მას მიესაჯა და სასამართლომ აღიარა თაღლითად. კაცი, რომელმაც, საკუთარი ბანკი, საკუთარი ინვესტორები გაძარცვა და თაღლითური სქემა შეადგინა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, სწორედ ხაზარაძე იყო ერთ-ერთი, ვინც სააკაშვილის ხელისუფლების დროს წართმეული ქონების და ბიზნესის გადანაწილებაში იყო ჩართული.

“ხაზარაძე შემიძლია მოვიხსენიო სააკაშვილის მაროდიორად და რატომ: როდესაც სააკაშვილი იყო ხელისუფლებაში და ატერორებდა ჩვენს მოქალაქეებს, ართმევდა სახლებს, ბიზნესებს და ა.შ. – თუ ვინმე ამ ნაძარცვი ბიზნესის გადანაწილებაში, ქონებების მითვისებაში იყო ჩართული, ერთ-ერთი იყო ხაზარაძე და მისი ბანკი. იგი თავიდან ბოლომდე იყო ჩართული კრიმინალურ საქმიანობაში სააკაშვილთან ერთად.” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ხაზარაძე ოცნებობს, რომ ბარიერი გადალახოს, შესაბამისად, მისი მხრიდან მოგებაზე საუბარი და ბიძინა ივანიშვილის მიმართ მუქარა უადგილოა. “ძალიან მაინტერესებს, კაცი, რომელიც ახლა ოცნებობს, რომ გადალახოს 5%-იანი ბარიერი, რომელ მოგებაზეა საუბარი და საერთოდ, რას იმუქრება ეს არარაობა ადამიანი, კრიმინალი, თაღლითი და ვის ემუქრება? ემუქრება ადამიანს, ვინც გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა და ნეო-ფაშისტური რეჟიმისგან იხსნა ხალხი, მოუტანა უწყვეტი, ხანგრძლივი მშვიდობა და ეკონომიკური კეთილდღეობა ჩვენს ხალხს. ამ ადამიანს ემუქრება თურმე ეს თაღლითი კიდევ ვიმეორებ და ყოველთვის გავიმეორებ – ამის მერე მას ყოველთვის შევახსენებ მის კრიმინალურ წარსულს. რა თქმა უნდა, ყველამ კარგად ვიცით, ვინ არის სააკაშვილი. ხაზარაძე და ყველა სხვა მასთან დაკავშირებული ოპოზიციური პარტიები ემსახურებიან სააკაშვილის პოლიტიკურ მიზნებს.” – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,198 ნახვა