GD Banner
პოლიტიკა

სარჯველაძე: ვაშაძის განცხადება პოპულისტურია, რაც ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებაში ვერასოდეს მოვლენ

პოპულისტური განაცხადია, რაც ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებაში ვერასოდეს მოვლენ. ასე აფასებს Newshub.ge-თან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც „მინიმუმ 1500 ლარი უნდა ჰქონდეს ადამიანს ხელფასი, რომ დასაქმებულად ჩაითვალოს“

დეპუტატის თქმით, სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესების კუთხით, სწრაფი ტემპით მაქსიმუმი კეთდება. 

„ასეთი პოპულისტური განცხადებების წამოწყება ნიშნავს იმას, რომ მოუწევთ შეგუება იმასთან, რომ ძალიან ბევრი წლის განმავლობაში ხელისუფლებაში ვერასოდეს მოვლენ. ძალიან კარგად იციან თავადაც, რომ ეს პოპულისტური განცხადებაა. არცერთი პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსი არ უნდა იყოს ასეთი პოპულიზმით დაკავებული. ეს არის პირველი შთაბეჭდილება, რაც ამ განცხადების შესახებ უნდა გითხრათ. 

საქართველოში სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესების კუთხით, პრაქტიკულად ყველაზე სწრაფი ტემპით და რამდენადაც შესაძლებელია, რომ სწრაფად იყოს მოქალაქეებისთვის მზარდი სოციალური უზრუნველყოფა, ყველაფერი კეთდება. 

ვინც რეალისტურად აფასებს მდგომარეობას, ყველა კარგად ხვდება, რომ მათ უნდა ჰქონდეთ სწრაფი ტემპით ზრდის მოლოდინი, როგორც დღეს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხდება. არ შეიძლება უპასუხისმგებლო განცხადებების კეთება“, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე. 

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრებმა, პეტრე ცისკარიშვილმა და გიორგი ვაშაძემ „გამარჯვების კოალიციის“ დასაქმების გეგმაზე საუბრისას თქვეს, რომ საქართველოს ეკონომიკური მიზიდულობის ცენტრად გადაქცევა და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა იქნება პრიორიტეტი, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,217 ნახვა