GD Banner
კრიმინალი

იყო თუ არა ასაფეთქებელი ნივთერება “ვიზეარის” თვითმფრნავში? – ქუთაისი-ბარსელონას რეისი 19 საათისთვის განახლდება

„ვიზეარის“ თვითმფრინავში ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობასთან დაკავშირებით შემოწმებები უკვე დასრულდა. ქუთაისი-ბარსელონას რეისი 19 საათზე განახლდება. ამის შესახებ ინფორმაცია „Newshub.ge“-ს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა  მიაწოდა. 

აეროპორტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ისინი ვერ გასცემენ ინფორმაციას, არის თუ არა ბორტზე აღმოჩენილი ასაფეთქებელი ნივთიერება. 

შეგახსენებთ, აფრენიდან რამდენიმე წუთში „ქუთაისი – ბარსელონას“ რეისი უკან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. თვითმფრინავის უკან დაბრუნების მიზეზი გახდა მიწოდებული ინფორმაცია, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ. აღნიშნულ საკითხზე ოფიციალურ განცხადება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა გაავრცელა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,231 ნახვა