GD Banner
პოლიტიკა

„ცხოველთა დამცველებს არსებითი შენიშვნები არ ჰქონიათ” – ინიციატორები შინაური ცხოველების შესახებ კანონპროექტზე

შინაური ცხოველების პოპულაციის დარეგულირებ, მათ მიმართ მოპყრობის გაუმჯობესება და ადამიანთა უსაფრთხოება – ეს ის მთავარი მიზნებია, რასაც  „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს და რაც უკვე გახდა საზოგადოების ფართო მასების განხილვის საგანი.  Newshub.ge-თან საუბრისას კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ  კანონპროექტის მომზადებისას, სამუშაო ჯგუფებში ცხოველთა უფლებადამცველები იყვნენ ჩართული.

მისივე თქმით, მოსალოდნელია, რომ მიღებამდე, დოკუმენტი დაკორექტირდეს. 

„ამ კანონპროექტის ძირითადი მიზანია, დაარეგულიროს შინაური ცხოველების პოპულაცია ერთი მხრივ იმიტომ, რომ ქუჩის ცხოველების შემდგომში გამრავლება იყოს რეგულირებული და უპატრონო ცხოველების რაოდენობა შემცირდეს ქუჩებში. მეორეს მხრივ, დაარეგულიროს ცხოველებთან მოპყრობა, გააუმჯობესოს შინაური ცხოველების მდგომარეობა და ამავდროულად, შინაური ცხოველების ყოლა გახადოს უფრო უსაფრთხო სხვა პირებისთვის. ეს არის ძირითადი მიზანი და ამავდროულად, ეს მოუტანს იმ ეფექტსაც, რომ მოხდება შინაური ცხოველების ხარისხის გაკეთილშობილება, რადგან დარეგულირდება არალეგალური შეჯვარებები და ასე შემდეგ“, – ამბობს დავითულიანი.

კორექტირება, რა თქმა უნდა, მოხდება, რადგან არის ძალიან მოცულობითი პროექტი. პეციალისტებთან შეჯერებულია. მე ვარ პირადად ორ შეხვედრაზე ნამყოფი, რომელსაც ესწრებოდა პრაქტიკულად ყველა ჯგუფის წარმომადგენელი, რომელიც აქტიურია ცხოველთა დაცვის მიმართულებით. ყველა ცალსახად აღნიშნავს, რომ პრობლემა არსებობს და იქ შეთავაზებაც იყო, რომ ვის როგორ წარმოუდგენია მისი მოგვარება, წერილობით მოეწერათ. იყო მცირე გამოხმაურება, თუმცა რაიმე არსებითი შენიშვნები, როგორც მე ვიცი, დიდად არ მოსულა“, – ამბობს ბექა დავითულიანი.

მისივე თქმით, საზოგადოებაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებრივ დაწესებულბებეში შინაურ ცხოველებს ვეღარ შეიყვანენ.

„ეს არ წერია სწორად – მაღაზიებში, აფთიაქებში, ტრანსპორტში და ასე შემდეგ, სპეციალური ნორმებია, რომ საბელი, ალიკაპი ან გადასაყვანი ყუთი უნდა არსებობდეს“, – აღნიშნავს დავითულიანი.

პროექტის კიდევ ერთი ინიციატორი, ეკა სეფაშვილი კი აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაციები ევროპულ პრაქტიკას იმეორებს. 

„ეს რეგულაციები ევროდირექტივების და ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით არის შემუშავებული და პირველ რიგში, ემსახურება ადამიანისა და ცხოველთა უფლებების დაცვას. ის მიმართულია იმისკენ, რომ ცხოველების მიმართ იყოს ჰუმანური დამოკიდებულება, გაკონტროლდეს დაავადებების გავრცელება და ასევე, მოხდეს ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხის თავიდან აცილება. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების მიზნებს ემსახურება“, – აღნიშნავს ეკა სეფაშვილი.

კანონპროექტის მიხედვით, სამზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) ყოლა ბინათმესაკუთრეთა უმრავლესობის თანხმობის საფუძველზე იქნება დასაშვები, კატისა და ძაღლის გამრავლების უფლება მხოლოდ კანონის შესაბამისად ავტორიზებულ საშენებს ექნებათ, ე.წ. მეტისი ცხოველების პატრონები ვალდებული ხდებიან, უზრუნველყონ მათი კასტრაცია/სტერილიზაცია ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობიდან სამი თვის ვადაში.

ცნობისთვის, შინაურ ბინადართა შესახებ ახალი საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორი პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტია და მას უმრავლესობის 24 დეპუტატი აწერს ხელს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,194 ნახვა