GD Banner
პოლიტიკა

პეტრე ცისკარიშვილი: ბუნებრივი იქნებოდა, პრემიერობის კანდიდატად სააკაშვილი დასახელდეს

„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ბუნებრივი, პოზიცია იქნებოდა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი დასახელდეს. ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილის დასახელებას ეხება. 

ცისკარიშვილი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება თავად მიხეილ სააკაშვილის მისაღებია. 

„შეთავაზების მიღება არასწორი ფორმულირებაა, ის არის ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, პარტიის ლიდერი, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს პოლიტიკურ კამპანიაში აქტიურად ჩართვა, არჩევნებში მონაწილეობა. სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ მისი ბუნებრივი პოზიცია იქნებოდა, ჩვენი პარტიიდან დასახელებული იყოს პრემიერმინისტრობის კანდიდატად“, – ამბობს ცისკარიშვილი. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,208 ნახვა