ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელ X-ზე, ორგანიზაცია Numbeo.com-ის მონაცემებზე დაყრდნობით გამოქვეყნებულ სტატისტიკას ეხმიანება, რომლის მიხედვით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ტურისტებისთვის ღამის საათებში გადასაადგილებლად. როგორც აბაშიძე წერს, საკუთარი უბადრუკობიდან გამომდინარე, საქართველოზე გაბოროტებული ნაცსექტის ერთ-ერთი მავნებლური გზავნილი, რომ ღამით ქუჩაში გასვლა “საშიშია” და პოლიცია “არ მუშაობს”, საერთაშორისო ანგარიშმა კვლავ გააცამტვერა.
„საკუთარი უბადრუკობიდან გამომდინარე, საქართველოზე გაბოროტებული ნაცსექტის ერთ-ერთი მავნებლური გზავნილი, რომ ღამით ქუჩაში გასვლა “საშიშია” და პოლიცია “არ მუშაობს”, საერთაშორისო ანგარიშმა კვლავ გააცამტვერა. სოციალურ ქსელ X-ზე, ორგანიზაცია Numbeo.com-ის მონაცემებზე დაყრდნობით გამოქვეყნდა სტატისტიკა, რომლის თანახმად, ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ტურისტებისთვის ღამის საათებში გადასაადგილებლად. საქართველო მე-4 ადგილზეა და ჩამორჩება მხოლოდ ხორვატიას, სლოვენიას და ისლანდიას. ასევე ჩანს, რომ საქართველო ტურისტების ღამით უსაფრთხოდ გადაადგილების მაჩვენებლით უსწრებს ევროკავშირის 25 წევრ და ყველა კანდიდატ სახელმწიფოს~,- წერს გია აბაშიძე.