GD Banner
საზოგადოება

ალექსანდრე ტაბატაძე: საქართველო არის ქვეყანა, სადაც როგორც ჩვენი, ასევე, საქართველოში ჩამოსული სხვა ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის ყველა პირობაა შექმნილი, რასაც საერთაშორისო რეიტინგებიც მოწმობს

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე ორგანიზაცია numbeo.com-ის მონაცემებზე დაყრდნობით გამოქვეყნებულ სტატისტიკას ეხმიანება, რომლის მიხედვით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ტურისტებისთვის ღამის საათებში გადასაადგილებლად.

„საქართველო არის ქვეყანა, სადაც როგორც ჩვენი, ასევე, საქართველოში ჩამოსული სხვა ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის ყველა პირობაა შექმნილი, რასაც საერთაშორისო რეიტინგებიც მოწმობს. ყოველივე ამას განაპირობებს რამდენიმე ფაქტორი. ხაზგასასმელია სამართალდამცავი სისტემის ღიაობა დანაშაულთან ბრძოლაში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვიურად პროაქტიულ რეჟიმში აქვეყნებს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკას. ასევე, აღსანიშნავია, რომ უპრეცედენტოდ გაზრდილია მომხდარ დანაშაულთა გახსნის მაჩვენებელი.

გარდა ამისა, ის რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა, ამას ასევე დიდ წილად ხელს უწყობს დანაშაულის ეფექტიანი პრევენცია, რაც სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის პრიორიტეტს წარმოადგენდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის საქმიანობას ახორციელებს ანალიზზე დაფუძნებული მონაცემების მიხედვით, რაც ხელს უწყობს როგორც დანაშაულის პრევენციას, ასევე, მასზე დროულ რეაგირებას. ეს ყველაფერი მეტყველებს სამინისტროს თანამშრომელთა მაღალ პროფესიონალიზმზე, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო მათ და ვუთხრა, ყოველთვის ჰქონდეთ ჩვენი ხელისუფლების იმედი. სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სფეროს შესაბამისი თანამედროვე ტექნოლოგიისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას და ადამიანური რესურსის პროფესიულ განვითარებას დადგენილი კომპეტენციებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. აღნიშნული რეიტინგი, რომლის მიხედვითაც საქართველო შეფასებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ტურისტებისთვის, ეფუძნება შესაბამის კვლევასა და ანალიზს და დასანანია, რომ პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან მისი გამოყენება ისევ ხდება პოლიტიკური სპეკულაციებისთვის.“ – აღნიშნა ალექსანდრე ტაბატაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,229 ნახვა