GD Banner
პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე „ლელოზე“: სახუმარო თემებად იქცა მათი პიარული სვლები – დაწყებული „მუსტანგით“ და დამთავრებული ცხრა რეკომენდაციის ბოიკოტით

„ლელოს“ გააქტიურებული კამპანია ცოტა ღიმილის მომგვრელი იყო არაერთ შემთხვევაში და ეს განაპირობებს არასერიოზულ დამოკიდებულებას, არასერიოზულ აღქმებს ამ პოლიტიკური გუნდის გეგმებზე, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ლელოს“ წევრები ამბობენ, რომ ვიდრე ხელისუფლებაში არ მოვლენ, არ იტყვიან, ევროკავშირის რეკომენდაციები როგორ უნდა შესრულდეს, რაც სარჯველაძის განცხადებით, „ცოტა არასერიოზულია.“

„სახუმარო თემებად იქცა მათი პიარული სვლები – დაწყებული „მუსტანგით“ და დამთავრებული ცხრა რეკომენდაციის ბოიკოტით. „ლელო“ გამოირჩევა იმით, ვითომ, როგორი მოტივირებული არიან, რომ ქვეყანას პროგრესი ჰქონდეს ევროინტეგრაციის მიმართულებით და ხელისუფლების მიმართ კრიტიკას გვთავაზობენ იმ მოტივაციაზე დაყრდნობით, რომ ხელისუფლება ხელიდან უშვებს ვითომ შესაძლებლობას. ამბობენ, რომ ვიდრე ხელისუფლებაში არ მოვლენ, არ იტყვიან, ეს რეკომენდაციები როგორ უნდა შესრულდეს. ეს ყველაფერი ცოტა არასერიოზულია. რთულია იმ პოლიტიკური გუნდიდან რაიმე გამოგივიდეს, რომლის ლიდერებზეც სასამართლომ თქვა, რომ თაღლითობაში არიან მხილებული. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ აღვირახსნილ პოპულიზმში არიან მხილებული, როცა ათასლარიან პენსიებზე საუბრობენ და თან ანგარიშში აქვთ პრობლემები“, – განაცხადა სარჯველაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,897,737 ნახვა