ტელეკომპანია „პოსტვ“ – თან საუბარში მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მის მიერ წამოწყებული კამპანია ბიძინა ივანიშვილის შესახებ არის მისი პოლიტიკური გზავნილი. ხაზარაძე აანონსებს, რომ ის აუცილებლად მოვა ხელისუფლებაში, ხოლო ბიძინა ივანიშვილის მოსკოვში წასვლას „ხალხი გადაწყვეტს“.
„ეს არის პოლიტიკური გზავნილი, როცა ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში. მე ვერ გავაგდებ, პროკურორი კი არა ვარ. ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ემსახურება კრემლს, პუტინის ინტერესებს საქართველოში, რომელმაც ჩააგდო ანაკლიის პროექტი, ქვეყანას დააკარგვინა უზარმაზარი შანსები და აკეთებს რუსულ პოლიტიკას, უნდა იყოს რუსეთში, მოსკოვში. მე არ ვარ პროკურორი მეტზე რომ გიპასუხოთ“, – განაცხადა ხაზარაძემ.
Facebook Comments Box