GD Banner
პოლიტიკა

მაია ბითაძე: ხაზარაძის მიერ ბიძინა ივანიშვილისადმი მუქარა კიდევ ერთი დასტურია, რომ „ლელომ“ გადაწყვიტა გახდეს რადიკალური ოპოზიციის ფლაგმანი

ძალიან არ მიყვარს ზოგადად ადამიანებზე პერსონალურად საუბარი, თუმცა უკვე ისეთ განცხადებებს ვისმენთ „ლელოსგან“ და მამუკა ხაზარაძემ საერთოდ რეპრესიების ახალი ტალღა დააანონსა პრაქტიკულად. მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ გარდა იმისა რაც თქვენ ბრძანეთ, ჩვენ კარგი მეხსიერება გვაქვს და ძალიან კარგად გვახსოვს რას ნიშნავს რეპრესიები და გადასახლება და გადმოსახლება, როგორც ჩვენი წინაპრების ასევე ცოტა დროის წინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ რეპრესიების არაერთ ტალღას გადაატარებდა და გადმოატარებდა ჩვენ ქვეყანას თავზე, – ასე უპასუხა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ჟურნალისტის კითხვას, მამუკა ხაზარაძის მიერ ბიძინა ივანიშვილის მიმართ გაკეთებულ განცხადებაზე.

ბითაძემ აღნიშნა, რომ ამგვარი ტიპის განცხადებები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ „ლელომ“ გადაწყვიტა გახდეს რადიკალური ოპოზიციის ფლაგმანი.

„გაუცვალა ადგილი „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე ნაწილს, რომელიც წინა კვირებში რაღაცა კულტურულ-შემოქმედებითი ახალი ფორმატით მოგვევლინა. რამდენ ხანს გასტანს ეს ვერ გეტყვით, თუმცა „ლელოს“ გადავცემ რომ ეს 9 პუნქტიანი გეგმა, რომელიც საქართველოს დაქცევას უქადის, ეს განცხადებები, რომელიც პირდაპირ აგრესიაზე არის დამყარებული, ეს კინო ქართველ ხალხს უკვე ნანახი აქვს, ისევე როგორც ის სიცრუე, ის სიტყვების ბრახაბრუხი, რომელიც ვაი პოლიტიკოსებისგან გვესმის სამწუხაროდ ბავშვობიდან დაწყებული, შესაბამისად ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს და ამას კაი შედეგი რეიტინგისთვის ნამდვილად არ ექნება. ნუ ეცდებიან იმას, რომ კიდევ უფრო გააშავონ საკუთარი თავი, მათ შორის რადიკალიზაციის იმ ფორმატში, რასაც ჰქვია ევროკავშირთან დაახლოების პროცესში არ მონაწილეობა. თუმცა ეს მათი გადასაწყვეტია და პირველ რიგში ვისაც დაარტყამს არის სწორედ „ლელო“, თუ რადიკალური ოპოზიციის სხვა წარმომადგენელი“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,217 ნახვა