GD Banner
პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციაზე – ოპოზოციიდან ნაწილმა წამოიწყო გამიჯვნის პროცესი და იმ სიმულაციის შექმნა სურთ, თითქოს არ არიან “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები

წამოიწყეს რაღაც პროცესი, მათ შორის, გამიჯვნის, გასვლის და იმ სიმულაციის შექმნა სურთ, თითქოს ადამიანები, რომლებიც გამოვიდნენ “ნაციონალური მოძრაობიდან”, არ არიან “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ, ოპოზიციის ახალ სტრატეგიაზე საუბრისას რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილი “ნაციონალური მოძრაობისგან” დისტანცირებას ცდილობს, თუმცა, კოლექტიური “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები არიან.

“მათ სურვილი აქვთ, სუფთა ფურცლიდან დაიწყონ და დაივიწყონ ის, რაც წითელი პასტით იყო ძალიან ბევრი შეცდომის სახით აღნიშნული წინა გვერდებზე მათ ბიოგრაფიაში. ეს, რა თქმა უნდა, არის კოლექტიური “ნაცმოძრაობა”.” – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,194 ნახვა