GD Banner
სამართალი

გია აბაშიძე: სერჟანტ როინ შავაძის ორგანიზებული მკვლელობა ის ერთ-ერთი შოკისმომგვრელი ფაქტია, რომელიც ადრე თუ გვიან საბოლოოდ დაასამარებს “ნაციონალურ მოძრაობას”

სააკაშვილის ჯალათების მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, სერჟანტ როინ შავაძის ორგანიზებული მკვლელობა ის ერთ-ერთი შოკისმომგვრელი ფაქტია, რომელიც ადრე თუ გვიან საბოლოოდ დაასამარებს “ნაციონალურ მოძრაობას”, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

აბაშიძის თქმით, ნაცჯალათებზე კიდევ უფრო უარესნი ის უსამშობლო არსებები არიან, რომლებიც სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის გამართლებას ცდილობენ და მცოდნეებად და პროგრესულ მედასავლეთეებად მოაქვთ თავი.

„ უდანაშაულო ადამიანების სისხლში ყელამდე გასვრილი “ნაცმოძრაობა” კვლავ უტიფრად და ამაოდ ცდილობს ხელისუფლებაში რამენაირად მობრუნებას. სააკაშვილის ჯალათების მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, სერჟანტ როინ შავაძის ორგანიზებული მკვლელობა ის ერთ-ერთი შოკისმომგვრელი ფაქტია, რომელიც ადრე თუ გვიან საბოლოოდ დაასამარებს “ნაციონალურ მოძრაობას”. ნაცჯალათებზე კიდევ უფრო უარესნი არიან ის უსამშობლო არსებები, რომლებიც ცდილობენ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის უგვანოდ გამართლებას და თავი მოაქვთ მცოდნეებად, პროგრესულ მედასავლეთეებად. ასეთნი არაქართველნი კი არა, არაკაცები, არაადამიანები არიან!

გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, როინ შავაძის უკანონო დაკავების და განზრახ მკვლელობის ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა. გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის 15 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (‘კუდი’) აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსმა ბათუმში მცხოვრები როინ შავაძის ოპერატიულად შესწავლის დავალება მიიღო, რადგან თითქოს არსებობდა ინფორმაცია, რომ იგი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან “თანამშრომლობდა”. 2008 წლის 16 აგვისტოს, აჭარის ‘კუდ’-ის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები მათი ხელმძღვანელობის მონაწილეობით, ბათუმის ერთ-ერთ კაფეში მყოფ როინ შავაძეს თავს დაესხნენ და ავტომატის კონდახების გამოყენებით სასტიკად გაუსწორდნენ. შავაძემ ძალადობის შედეგად სიცოცხლისთვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო.

ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ, სპეცრაზმელებმა, ასევე მათი ხელმძღვანელების მონაწილეობით, როინ შავაძე ქობულეთი-ქაქუთის საავტომობილო გზის მიმართულებით წაიყვანეს. აჭარისა და გურიის საზღვართან აღნიშნულმა პირებმა გააჩერეს ავტომანქანები და უმწეო მდგომარეობაში მყოფი როინ შავაძე ავტომობილიდან გადაიყვანეს, დააყენეს სავალი გზის გადასწვრივ და დახვრიტეს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილს სხეულზე დაახლოებით 40 ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

ჩატარებული გამოძიებით, უტყუარად გაბათილდა ყალბი ვერსია, თითქოს როინ შავაძის ლიკვიდაცია მისი გაქცევის აღსაკვეთად განხორციელდა. ამასთანავე, დადგინდა, რომ როინ შავაძის სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან შესაძლო თანამშრომლობაზე არც იმჟამად და არც შემდგომ პერიოდში გამოძიებაც კი არ დაწყებულა და როინ შავაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ ნარკოდანაშაულისთვის 260-ე მუხლით დაიწყეს.

აღნიშნული ეჭვი არც მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადასტურდა.

ცნობისთვის, 2023 წლის 27 ივლისს ამავე საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო. არაერთმა ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა როინ შავაძის მკვლელობის რეალური გარემოებები. მოცემულ ეტაპზე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის და მხილების მიზნით.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,157 ნახვა