GD Banner
პოლიტიკა

ბექა დავითულიანი – სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, პრეზიდენტის ინსტიტუციაში შექმნას ოპოზიციური ერთობის საარჩევნო შტაბი, რომლის მიზანი არა არჩევნებში გამარჯვება, არამედ არჩევნების დისკრედიტაციაა

ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არა ევროინტეგრაციისთვის ოპოზიციური ერთობის შექმნის, არამედ რადიკალური ოპოზიციის შტაბის უფროსობისთვის იღწვის. ის ცდილობს, პრეზიდენტის ინსტიტუციაში შექმნას ოპოზიციური ერთობის საარჩევნო შტაბი, რომლის მიზანიც არა არჩევნებში გამარჯვება, არამედ არჩევნების დისკრედიტაციაა, რადგან აპრიორი იციან, ამ არჩევნებში ოპოზიცია ვერ მიაღწევს ვერც დაშლილ ჯგუფებად და ვერც გაერთიანებულები იმ შედეგს, რომელსაც მათ სურთ რომ მიაღწიონ – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში “მოამბე“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ბექა დავითულიანმა განაცხადა.

ბექა დავითულიანის თქმით, ატყუებენ თავის ამომრჩეველს, როდესაც ეუბნებიან, რომ არჩევნების შემდეგ ხელისუფლება იცვლება. მათი ერთადერთი მიზანია, მოხდეს არჩევნების დისკრედიტაცია და არჩევნების დასრულებისთანავე დაიწყონ იმის ძახილი, თითქოს არჩევნები გაყალბდა.

„სალომე ზურაბიშვილის მიზანი არ არის, რაიმე ერთობა შექმნას ევროინტეგრაციის მიზნების მისაღწევად. მას ჰქონდა ამის შესაძლებლობა, ისევე, როგორც სხვა ოპოზიციურ ჯგუფებს. სამწუხაროდ ქალბატონმა სალომემაც და ბევრმა ოპოზიციის წარმომადგენელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ შეეფერხებინა და ხელი შეეშალა ამ პროცესისთვის, თუმცა, საბოლოო ჯამში, ჩვენი ძალისხმევით მათ ამას ვერ მიაღწიეს. მეორე – ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არა ევროინტეგრაციისთვის ოპოზიციური ერთობის შექმნის, არამედ რადიკალური ოპოზიციის შტაბის უფროსობისთვის იღწვის. ის ცდილობს, პრეზიდენტის ინსტიტუციაში შექმნას ოპოზიციური ერთობის საარჩევნო შტაბი, რომლის მიზანიც არა არჩევნებში გამარჯვება, არამედ არჩევნების დისკრედიტაციაა, რადგან აპრიორი იციან, ამ არჩევნებში ოპოზიცია ვერ მიაღწევს ვერც დაშლილ ჯგუფებად და ვერც გაერთიანებულები იმ შედეგს, რომელსაც მათ სურთ რომ მიაღწიონ. ეს იციან და ატყუებენ თავის ამომრჩეველს, როდესაც ეუბნებიან, რომ არჩევნების შემდეგ ხელისუფლება იცვლება. მათი ერთადერთი მიზანია, მოხდეს არჩევნების დისკრედიტაცია და არჩევნების დასრულებისთანავე დაიწყონ იმის ძახილი, თითქოს არჩევნები გაყალბდა“ – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს [არჩევნების შედეგები] კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს.

„შემოვიღეთ ელექტრონული საარჩევნო სისტემა, რაც გულისხმობს იმას, რომ უბნების 90%, სადაც ხელმისაწვდომია და შეიძლება, რომ დაიდგას ელექტრონული საარჩევნო ყუთები, დაიდგმება და ხმის მიცემა მოხდება ელექტრონულად, სადაც მოქალაქე შემოხაზავს მისთვის სასურველ პოლიტიკურ პარტიას, შეიტანს ელექტრონულ საარჩევნო ურნაში და ძალიან მალე დაფიქსირდება შედეგები, ავტომატურად დათვლის ყუთი, ვინ რამდენი მიიღო. გაყალბების შესაძლებლობები მაქსიმალურად იქნება ჩაკეტილი“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა. დავითულიანმა ხაზი გაუსვა, რომ ამავდროულად, ყველა გრძელვადიან მისიას, ყველა დამკვირვებელს შეთავაზებული აქვს, ჩამოვიდნენ და დააკვირდნენ საქართველოში არჩევნებს. „ეს ყველაფერი მათ [რადიკალურ ოპოზიციას] უქმნის საფრთხეს და იმის შეგრძნებას, რომ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციაც გაუჭირდებათ, ამიტომ რაღაც ერთობლივ ჯგუფს ქმნიან იმისთვის, რომ ერთობლივი სტრატეგია დაგეგმონ, როგორ მოხდეს საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია, რომელშიც აპრიორი იციან, ვერ გაიმარჯვებენ და ერთადერთ გზად ეს მიაჩნიათ. ნულოვანი შანსი აქვთ რაიმე რევოლუციური სცენარის განვითარების, სულ ტყუილად წვალობენ და იხარჯებიან ამაზეც“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,196 ნახვა