GD Banner
პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე: ვულოცავთ ირაკლი კობახიძესა და მის გუნდს, მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაგრძელებას საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო’ბრაიენი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.

„ვულოცავთ ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მის გუნდს. მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაგრძელებას საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან, რომლებიც ისწრაფვიან დემოკრატიული, აყვავებული და ევროატლანტიკური მომავლისკენ“, – წერს ო’ბრაიენი X-ზე.

პარლამენტმა ირაკლი კობახიძის მთავრობას ნდობა გამოუცხადა. მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას 84 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 10 წინააღმდეგ წავიდა.

ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად 1-ელ თებერვალს, „ქართული ოცნების“ ყრილობაზე წარადგინეს. ამ თანამდებობაზე მან ირაკლი ღარიბაშვილი შეცვალა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,198 ნახვა