ძალიან უხერხულია, როდესაც ეს ადამიანები რაიმე სიახლეზე ან გამიჯნვაზე საუბრობენ, მაშინ როდესაც ლიდერი არის „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„ძალიან უხერხულია, როდესაც ეს ადამიანები რაიმე სიახლეზე ან გამიჯნვაზე საუბრობენ, მაშინ როდესაც ლიდერი არის „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ყველა იმ საქმესთან დაკავშირებული, რითიც ძალიან მძიმედ ახსოვს ეს პარტია ჩვენს მოსახლეობას. ფაქტია, რომ გვარამიას „პოლიტიკაში მოღვაწეობის დაწყება“ სურს სიცრუეზე და თვალებში ნაცრის შეყრაზე“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.
„ახალი“ – სავარაუდოდ ასე ერქმევა პარტიას, რომელსაც ნიკა გვარამია ქმნის. მან სოციალურ ქსელში სამუშაო შეხვედრის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც „ნაცმოძრაობის“ ყოფილი წევრები და მათთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან.