GD Banner
პოლიტიკა

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი: ვულოცავ ირაკლი კობახიძეს – ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მხარდაჭერას

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დამტკიცებას ულოცავს.

“ვულოცავ საქართველოს ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს. 2024 წელი გადამწყვეტი წელია საქართველოსთვის, რადგან არჩევნები გაიმართება. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მხარდაჭერას რეფორმების დღის წესრიგსა და მის ეკონომიკურ განვითარებაში”, – აღნიშნა ევროკომისარმა.

პარლამენტმა ირაკლი კობახიძის მთავრობას ნდობა გამოუცხადა. მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას 84 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 10 წინააღმდეგ წავიდა.

ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად 1-ელ თებერვალს, „ქართული ოცნების“ ყრილობაზე წარადგინეს. ამ თანამდებობაზე მან ირაკლი ღარიბაშვილი შეცვალა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,207 ნახვა