GD Banner
პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ძალიან უხერხულია, როდესაც ეს ადამიანები რაიმე სიახლეზე ან გამიჯნვაზე საუბრობენ, მაშინ როდესაც ლიდერი არის „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი

ძალიან უხერხულია, როდესაც ეს ადამიანები რაიმე სიახლეზე ან გამიჯნვაზე საუბრობენ, მაშინ როდესაც ლიდერი არის „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„ძალიან უხერხულია, როდესაც ეს ადამიანები რაიმე სიახლეზე ან გამიჯნვაზე საუბრობენ, მაშინ როდესაც ლიდერი არის „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ყველა იმ საქმესთან დაკავშირებული, რითიც ძალიან მძიმედ ახსოვს ეს პარტია ჩვენს მოსახლეობას. ფაქტია, რომ გვარამიას „პოლიტიკაში მოღვაწეობის დაწყება“ სურს სიცრუეზე და თვალებში ნაცრის შეყრაზე“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

„ახალი“ – სავარაუდოდ ასე ერქმევა პარტიას, რომელსაც ნიკა გვარამია ქმნის. მან სოციალურ ქსელში სამუშაო შეხვედრის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც „ნაცმოძრაობის“ ყოფილი წევრები და მათთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,167 ნახვა