GD Banner
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – ირაკლი კობახიძისთვის მთავარი იყო და იქნება ადამიანი, როგორც მთავარი ღირებულება, მისთვის სამშობლოს ინტერესი არის ყველა გადაწყვეტილების უმთავრესი საზომი

მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლის, მისი რვაწლიანი საპარლამენტო საქმიანობისთვის. მან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, როგორც საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ, როგორც პოლიტიკოსმა საპარლამენტო სივრცეში უკვე დატოვა კვალი, რომელიც ჩვენს საპარლამენტო ცხოვრებასაც ეტყობა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძის უმთავრესი ღირებულება არის ადამიანი და სამშობლო.

„მე მქონდა შესაძლებლობა, რომ ბატონ ირაკლისთან სხვადასხვა ფორმატში, დებატში თუ მოლაპარაკებაში ვყოფილიყავი და მთავარი, რაც იყო მისთვის ყოველთვის, რჩება და იქნება, არის ის, რომ მისთვის ადამიანი არის მთავარი ღირებულება და სამშობლოს ინტერესი არის ყველა გადაწყვეტილების უმთავრესი საზომი. დარწმუნებული ვარ, სწორედ ამ სულისკვეთებით იქნება ჩვენი მთავრობაც. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ პირველად, აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი ხდება ადამიანი საპარლამენტო წიაღიდან. ვფიქრობ, ეს ოპოზიციისთვისაც მნიშვნელოვანი მომენტია, შესაძლოა, ამითაც იყო განპირობებული ამ დღეების კონსტრუქციული განხილვა. დარწმუნებული ვარ, რომ სხვა დინამიკა იქნება პარლამენტსა და მთავრობას შორის, დარწმუნებული ვარ, რომ საინტერესო იქნება ოპოზიციისთვისაც საპარლამენტო ფორმატები, ამ სულისკვეთებით უნდა შევეგებოთ იმ მომავალს, რომელიც ჩვენს პარლამენტს, მთავრობას ერთად გვექნება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,201 ნახვა