GD Banner
პოლიტიკა

უერთდებიან თუ არა რესპუბლიკელები პრეზიდენტის ახალ პლატფორმას?

ოპოზიციისა და პრეზიდენტის შემაკავშირებელი იქნება სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა, შეიქმნას პლატფორმა “ერთობა ევროპული მომავლისთვის”, რადგან მასში მონაწილეობას არ მიიღებს მმართველი პარტია ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა “Newshab.ge”-სთან საუბრისას განაცხადა. 

სხვათა შორის, გუშინ, მთელი დღის განმავლობაში “რესპუბლიკელებს” კომენტარი არ გაუკეთებიათ პრეზიდენტის ინიციატივაზე. დღეს კი დავით ბერძენიშვილი ღიად აცხადებს, რომ „სალომე ზურაბიშვილი ახლა ნამდვილად გაპრეზიდენტდა” და პოზიტიური პროცესი წამოიწყო.

„პოზიტიურად შევაფასებ, დანარჩენი ვნახოთ, პროცესები გვიჩვენებს, პრეზიდენტს ძალიან კარგი გამოსვლა ჰქონდა. თუ პირველ წლებში სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლების დანიშნული ადამიანი იყო ამ თანამდებობაზე და არ გამოირჩეოდა პრეზიდენტობის “ეკლიანობით”, ბოლო წლებში ის ნამდვილად გაპრეზიდენტდა კვლავ. ქვეყანას კვლავ ჰყავს საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ეს პოზიტიური და კარგი ფაქტია”, – განუცხადა სააგენტოს ბერძენიშვილმა.

რესპუბლიკელების ლიდერის თქმითვე, პრეზიდენტის ინიციატივა მმართველი გუნდის დამოკიდებულების გამო, ოპოზიციურ პლატფორმად გადაიქცევა.

“ის ქმნის პლატფორმას ყველა პარტიისთვის, მაგრამ რეალურად, რაკი „ქართული ოცნება“ არ გამოეხმაურა პოზიტიურად, მათი არჩევანის გამო, ოპოზიციურ პლატფორმად გადაიქცევა. ეს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იქნება  წინასაარჩევნო კამპანიის – “წინ ევროპისკენ“. ეს პრეზიდენტისა და ოპოზიციის შემაკავშირებელი იქნება“, – აცხადებს დავით ბერძენიშვილი.

ინფორმაციისთვის, პრეზიდენტის ინიციატივას, შეიქმნას „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“, ჯერჯერობით, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ „სტრატეგია აღმაშენებლის“, „მოქალაქეების“, „გირჩი – მეტი თავისუფლების“, „დროასა“ და „ლელოს“ ლიდერები მიესალმებიან. მმართველი პარტია ამ პროცესს „ზურაბიშვილის ფანჩატურში” პარტიათა შეკრებას უწოდებს და არ უერთდება. უცნობია, გვარამია-მელიას გაერთიანებისა და  ლეიბორისტების დამოკიდებულება ახალი ინიციატივის მიმართ. პრეზიდენტთან ამ ფორმატში თანამშრომლობას არ აპირებენ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ და გიგა ბოკერიას „ევროპული საქართველო“.

ამასთანავე, Newshub.ge-თან საუბრისას ექსპერტი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა მისასალმებელია იმ შემთხვევაში, თუ მასში ჩაერთვება ყველა პოლიტიკური პარტია – „ქართული ოცნების“ ჩათვლით. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, საყვარელიძის თქმით

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,198 ნახვა