GD Banner
პოლიტიკა

პარლამენტმა ირაკლი კობახიძესა და მთავრობის  შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

საქართველოს პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძესა და მთავრობის  შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.

ახალ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მთავრობის შემადგენლობას მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა ათმა. კენჭისყრისთვის რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 105-მა წევრმა.

მთავრობის შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცვლილებაა – ჯუანშერ ბურჭულაძის ნაცვლად, თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ირაკლი ჩიქოვანმა დაიკავა.

დანარჩენი უწყებების ხელმძღვანელები საკანონმდებლო ორგანომ უცვლელად დაამტკიცა. კერძოდ: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური;  საქართველოს იუსტიციის მინისტრი – რატი ბრეგაძე; საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე; ფინანსთა მინისტრი – ლაშა ხუციშვილი; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ოთარ შამუგია; საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი – თეა წულუკიანი; განათლების მინისტრი – გიორგი ამილახვარი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ზურაბ აზარაშვილი; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,201 ნახვა