GD Banner
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – ის, რომ საქართველოს დღეს აქვს დემოკრატია, მშვიდობა, ეკონომიკური წინსვლა და საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, პირველ რიგში, არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება

პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი კანდიდატურის დასახელებისთვის კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ასევე, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო – ის, რომ საქართველოს დღეს აქვს დემოკრატია, მშვიდობა, ეკონომიკური წინსვლა და საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, პირველ რიგში, არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ქველმოქმედების შედეგია ის, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება არის ერთადერთი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია.

„ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა დააყენა სწორ რელსებზე, რის შედეგადაც 2012 წლის შემდეგ, ამ პერიოდში გამოვლილი ორი გლობალური და რეგიონული ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა 27 მილიარდი ლარიდან 80 მილიარდ ლარამდე, ხოლო ქვეყნის ნაერთი ბიუჯეტი 8,5 მილიარდი ლარიდან 28,7 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. უპრეცედენტოდ გაფართოვდა მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პაკეტები – შემოღებულ იქნა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, ობიექტურ კრიტერიუმებს დაეფუძნა სოციალური დახმარების სისტემა, რამდენჯერმე გაიზარდა ქვეყნის სოციალური ბიუჯეტი. და ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა დემოკრატიული გარდატეხის, ადამიანის უფლებების დაცვისა და პოლიტიკური პლურალიზმის ხარისხის ფუნდამენტური გაუმჯობესების, სასამართლოს და სხვა სამართალდამცავი სტრუქტურების დეპოლიტიზაციის, მედიაპლურალიზმის დამკვიდრების ფონზე. ასევე, 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის შედეგია, რომ გასული წლების განმავლობაში საქართველოს ჰქონდა უპრეცედენტო წინსვლა ევროინტეგრაციის მიმართულებით – ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებასა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ევროკავშირთან, მივიღეთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, შარშან კი მოგვენიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ამ ყველაფრისთვის ბატონ ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,201 ნახვა