GD Banner
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – ყველას გვახსოვს მაშინდელი ხელისუფლების მთავარი დანაშაული – 2008 წლის ღალატი, ნულოვანი დემოკრატია, ფეხქვეშ გათელილი ადამიანის ღირსება, ე.წ ელიტური კორუფცია, ბიზნესის სისტემური რეკეტი, ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა… სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი ანტიევროპული სტილის ავტორიტარიზმი ბიძინა ივანიშვილმა დაასრულა

„ყველას გვახსოვს, რა ვითარება იყო საქართველოში 2012 წლამდე, ყველას გვახსოვს მაშინდელი ხელისუფლების მთავარი დანაშაული – 2008 წლის ღალატი, რუსეთისთვის ჩაბარებული აფხაზეთი და სამაჩაბლო და მაშინდელი რეჟიმის მიერ მოღალატეობრივად ხელმოწერილი ევროსაბჭოს რეზოლუცია, სადაც ჩაიწერა, რომ 2008 წელს ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები ქართულმა მხარემ დაიწყო – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი ანტიევროპული სტილის ავტორიტარიზმი 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა დაასრულა.

„ყველას გვახსოვს, რა ვითარება იყო საქართველოში 2012 წლამდე. ნულოვანი დემოკრატია, ფეხქვეშ გათელილი ადამიანის ღირსება და ძირითადი უფლებები, არჩევნების ტოტალური გაყალბება, ე.წ „ელიტური“ კორუფცია, ბიზნესის სისტემური რეკეტი, რეპრესიული მანქანის ინსტრუმენტებად ქცეული სასამართლო, პროკურატურა და ძალოვანი სტრუქტურები, „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკა, გადავსებული ციხეები და ქუჩაში დახვრეტილი ათეულობით ახალგაზრდა, ციხეებში თუ ციხეებს გარეთ ადამიანების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკა, მიტაცებული ტელევიზიები და მონოპოლიზებული მედია, რეჟიმის მიერ (მათივე ტერმინი რომ გამოვიყენოთ) „ჩარეცხილი“ ინტელიგენცია და შეგნებულად მოშლილი საზოგადოების სტრუქტურა, შეჩერებული წინსვლა დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით. და ამ ყველაფერთან ერთად, ყველას გვახსოვს მაშინდელი ხელისუფლების მთავარი დანაშაული – 2008 წლის ღალატი, რუსეთისთვის ჩაბარებული აფხაზეთი და სამაჩაბლო და მაშინდელი რეჟიმის მიერ მოღალატეობრივად ხელმოწერილი ევროსაბჭოს რეზოლუცია, სადაც ჩაიწერა, რომ 2008 წელს ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები ქართულმა მხარემ დაიწყო. ეს ყველაფერი – სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი ეს სისტემური დანაშაული, ანტიევროპული სტილის ავტორიტარიზმი დაასრულა საქართველოში 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც ქართული საზოგადოება მანამდე ქართული კულტურისა და სულიერების ასაღორძინებლად, ჩვენი ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებლად განხორციელებული უპრეცედენტო ქველმოქმედებით იცნობდა“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,177 ნახვა