დღეს პარლამენტი პრემიერ მინისტრობის კანდიდატსა და სამთავრობო გუნდს ნდობას გამოუცხადებს. განხილვა 12:00 საათზე დაიწყება.
ირაკლი კობახიძე დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას წარუდგენს, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. გაიმართება პოლიტიკური დებატებიც. პროცედურები კი კენჭისყრით დასრულდება.
სესიამდე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდება.
Facebook Comments Box