GD Banner
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილზე: ის არის, რბილად რომ ვთქვათ, უკიდურესად ტენდენციური და დღეს უკვე ჩამოყალიბებულია როგორც რიგითი რადიკალური ოპოზიციონერი

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას გაკეთებული განცხადებები შეაფასა.

მდინარაძის თქმით, როდესაც ობიექტურობის ოდნავი სურვილი გაქვს, ქვეყანაში მიმდინარე პოზიტიურ მოვლენებზე ერთი სიტყვა მაინც უნდა დაგცდეს, თუმცა, ზურაბიშვილს, სიტყვით გამოსვლისას, არც ერთ დადებით მაჩვენებელზე არ უსაუბრია.

“ხაზგასმით ვამბობ, როდესაც ოდნავ მაინც გაქვს სურვილი იმისა, რომ ოდნავ მაინც იყო ობიექტური, ერთი სიტყვა მაინც უნდა დაგცდეს, რომ შენს ქვეყანაში რაღაც კარგი ხდება, როდესაც ამას ძალიან ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები გეუბნებიან, აბსოლუტურად ყველა სფეროსთან მიმართებით. გახსოვთ, წინა დღეებში, კვირებში, თვეებში გამოქვეყნებული უამრავი კვლევა და ანგარიში ასეთი ორგანიზაციების. არც ერთ მათგანთან დაკავშირებით არ გაუხმოვანებია [სალომე ზურაბიშვილს] არც ერთი მესიჯი – ეს იმას ნიშნავს, რომ ის არის ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, უკიდურესად ტენდენციური და დღეს უკვე ჩამოყალიბებულია როგორც რიგითი რადიკალური ოპოზიციონერი.”- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,201 ნახვა