რეგიონების თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება იქნება ჩვენი განსაკუთრებული ზრუნვის საგანი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, გაგრძელდება მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება რეგიონების განვითარებისთვის.
„მათ შორის წელს დასრულდება განახლებული რეგიონების მასშტაბური პროექტის მეორე ფაზა და ბუნებრივია გაგრძელდება მაღალმთიანი რეგიონების განსაკუთრებული მხარდაჭერა.“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
Facebook Comments Box