GD Banner
საზოგადოება

იმერეთის გუბერნატორი აცხადებს, რომ მეწყერში მამა და 3 შვილია მოყოლილი, ჩამოშლილია რამდენიმე მილიონი კუბური მეტრი მიწის მასა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე ადასტურებს, რომ სოფელ ნერგეეთში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, მიწის მასის ქვეშ არასრულწლოვანი ბავშვებიც არიან მოყოლილი. ამის შესახებ ზვიად შალამბერიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მიწის მასის ქვეშ მოყოლილთა შორის არის მამა და მისი სამი შვილი. სტიქიის ზონაში დილიდანვე მუშაობდნენ გეოლოგები.

მისივე თქმით, ექსპერტები განმარტავენ, რომ ნამდვილად უბედური შემთხვევა მოხდა და წარმოუდგენელი იყოს რაიმეს პროგნოზირება.

„დილიდანვე მუშაობენ აქ გეოლოგები. აცხადებენ, რომ წარმოუდგენელი იყოს რაიმეს პროგნოზირება ამ ტერიტორიაზე. ეს იყო ნამდვილად უბედური შემთხვევა, გამოწვეული იმ ძალიან დიდი ნალექით, რომელიც ამ 2 დღეში მოვიდა იმერეთში, განსაკუთრებით ბაღდათში. ბაღდათი და ვანია ის ორი მუნიციპალიტეტი, სადაც ყველაზე მეტი ნალექი მოვიდა, ამან გამოიწვია სტიქიური მოვლენები, რომელიც გუშინ განვითარდა“,- აღნიშნა შალამბერიძემ.მისივე თქმით, ადგილზე კვლავ მობილიზებულია მძიმე ტექნიკა.„ძალიან დიდი მასაა, რამდენიმე მილიონი კუბური მეტრია ჩამოსული. 200 მეტრის სიგრძეზეა გზა გადაკეტილი“,- აღნიშნა შალამბერიძემ.ცნობისთვის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა. სტიქიის ზონაში ოთხი ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, ამასთან, მიმდინარეობს 5 პირის ძებნა-შველის სამუშაოები.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,231 ნახვა