პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი, ბრიტანულ გამოცემა “The Economist”-ში გამოქვეყნებულ შეკვეთილ სტატიას გამოეხმაურა.
მისი თქმით, აღნიშნული სტატიის მიზანია საქართველოს დისკრედიტაცია და მიხეილ სააკაშვილის თემისთვის აქტუალიზების შეძენის მცდელობა.
“ეს არის საქართველოს დისკრედიტაციის და სააკაშვილის თემის რეაბილიტაციის მორიგი მცდელობა და ზოგადად, ეს ყველაფერიც არის ერთი მთლიანი გეგმის ნაწილი, რომელიც მიმართულია საქართველოს და საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ.” “პატიმარი და ოლიგარქი – ბრძოლა საქართველოს მომავლისთვის” – ამ სათაურით “The Economist”-ში გამოქვეყნდა სტატია, რომლის ავტორიც, მკითხველს მხოლოდ იმ ინფორმაციას უყვება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მხარემ მიაწოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტი იანვარში საქართველოში იმყოფებოდა და შეხვედრები გამართა, მათ შორის, ცენტრ” ემპათიის” ხელმძღვანელთან, მარიამ ჯიშკარიანთან.