GD Banner
პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე- სასამართლოს მიერ სამართლებრივად დადგენილი ხანდაზმული თაღლითები ხაზარაძე და ჯაფარიძე თავისავე მოქსოვილ თაღლითურ აბსურდის აბდაუბდაში ისე გაიხლართნენ, რომ ვერ ახერხებენ იქიდან გამოსვლას

„ტყუილს ძალზედ მოკლე ფეხები აქვს, ვინაიდან იმათ ვისაც ის რუსეთის ინტერესების გატარებას აბრალებს, სწორედ ამ ძალის მიერ საქართველოს ხელისუფლებაში ყოფნისას ქვეყანა გახდა ასოცირების წევრი და მიიღო ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი“- წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადების შესახებ, რომლის თქმითაც „მმართველი ძალის პრორუსული ძალის ქმედებას, გახლიჩოს საზოგადოება, ჩვენ დავუპირისპირებთ ძალისხმევას, რომ საზოგადოება ამ ისტორიულ მომენტში გავაერთიანოთ“.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ბადრი ჯაფარიძის ლოგიკით გამოდის, რომ ყველაზე მეტი რუსული ძალა ევროკავშირი ყოფილა მთელ დუნიაზე?!

„პოლიტიკურ სტადიონზე ყრუ დაცვაში ჩამჯდარი “ლელო”-ს ერთი ხანდაზმული თაღლითი ხაზარაძე, დროებით შეცვალა მეორე მისმა თანაბარზომიერმა ხანდაზმულმა თაღლითმა და უტიფრობით გამორჩეულმა ჯაფარიძემ! რომელიც თავის მხრივ საოცრადაა დახელოვნებული სიცრუეში, ფლიდობასა და ორპირობაში! ამიტომაც სცადა ბატონმა ჯაფარიძემ მისი თანათაღლითი ძმის ნაკომსომოლარ, “მუსტანგცეცხლგაჩენილ”, მევახშე-წურბელა, ხაზარაძის უკვე საყოველთაოდ გაშიფრული და სააშკარაოზე გამოტანილი პრორუსული ვნებანი( მისივე თქმით რუსეთში ქრთამებით ფულის შოვნა “ბორჯომის” ჯერ მითვისება შემდეგ რუსებზე გაყიდვა…) სხვისთვის გადაებრალებინა! მაგრამ ტყუილს ძალზედ მოკლე ფეხები აქვს! ვინაიდან იმათ ვისაც ის რუსეთის ინტერესების გატარებას აბრალებს! სწორედ ამ ძალის მიერ საქართველოს ხელისუფლებაში ყოფნისას ქვეყანა გახდა ასოცირების წევრი, ხელი მოაწერა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას და მიიღო ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი! ამ უბადრუკების ლოგიკით გამოდის, რომ ყველაზე მეტი რუსული ძალა ევროკავშირი ყოფილა მთელ დუნიაზე?! ანუ დასკვნა ასეთია: სასამართლოს მიერ სამართლებრივად დადგენილი ხანდაზმული თაღლითი უფრო სწორად თაღლითები ხაზარაძე და ჯაფარიძე თავისავე მოქსოვილ თაღლითურ აბსურდის აბდაუბდაში ისე გაიხლართნენ, რომ ვერ ახერხებენ იქიდან გამოსვლას! და ერთი მეორეზე მიყოლებულ სიბრიყვეებს გაუაზრებლად აბრეხვებენ! საინტერესოა ასეთი დონისა და აზროვნების სუბიექტებმა, როგორ იშოვეს “ამოდენა ფული კაცოოოოო”?“-წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,177 ნახვა