„ნაცმოძრაობას“ და გახარიას კოალიციები აქვთ შექმნილი ოთხ საკრებულოში, აქედან გამომდინარე, აშკარად ჩანს, რამდენად ფიქტიურია ეს გამიჯვნა. მიდის პატარა თამაშები – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ნაკლები რადიკალური ოპოზიციური პარტია შევიდეს პარლამენტში, ამის ყველანაირი რესურსი არსებობს.
„ნაცმოძრაობას“ და გახარიას კოალიციები აქვთ შექმნილი ოთხ საკრებულოში, აქედან გამომდინარე, აშკარად ჩანს, რამდენად ფიქტიურია ეს გამიჯვნა. მიდის პატარა თამაშები. საბოლოო ჯამში ჩვენი ამოცანაა, რადიკალურმა ოპოზიციამ რაც შეიძლება ნაკლები მანდატი მიიღოს შემდეგ პარლამენტში. ჩვენი სურვილია, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. ბოლო კვლევების მიხედვით, ჩვენი რეიტინგი 60%-თან ახლოს არის, შესაბამისად, ამის ძალიან კარგი შანსი გვაქვს. ასევე მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც შეიძლება ნაკლები რადიკალური ოპოზიციური პარტია შევიდეს პარლამენტში. ამის ყველანაირი რესურსი არსებობს, შესაბამისად, გვაქვს ძალიან კარგი სასტარტო პოზიციები იმისათვის, რომ ამ საპარლამენტო არჩევნებში მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, დავაზუსტებ, საკონსტიტუციო უმრავლესობაში ვგულისხმობ 113 და არა 100 მანდატს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.