GD Banner
პოლიტიკა

ნიკა გვარამია – სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას აბსოლუტურად ვიზიარებ, ეს არის არა მთავარი, არამედ ერთადერთი გამოსავალი

სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას აბსოლუტურად ვიზიარებ და მგონია, რომ ეს არის არა მთავარი გამოსავალი, არამედ ერთადერთი გამოსავალი, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს გაერთიანებები წარმოშობს შესაძლებლობას, მაგრამ ასევე განაწყობს საზოგადოებას, რომ იმოქმედოს.

„ესაა აქ მთავარი, თორემ გასაგებია, რომ შესაძლოა, ციფრების ჯამი სხვადასხვანაირად გადალაგდეს, მაგრამ საარჩევნო შედეგები ყოველთვის მშრალი სოციოლოგია და წინასწარი მათემატიკა არაა, ეს ყოველთვის არის ემოციური დამოკიდებულება ადამიანების ნიჰილისტურ განწყობებზე, უბრალოდ არჩევნებზე არ მივლენ, მათ სჭირდებათ ძალის გამოსხივება და იმედის ჩასახვა. წინასწარ ვერ გავაკეთებ განცხადებას, ვიდრე არ ვიქნები მიწვეული ამ შეხვედრაზე, თუმცა ჩემთვის ნებისმიერი ფორმატი არის მისაღები და საჭირო, რომელიც ემსახურება გაერთიანებას, კონსოლიდაციას ძალების, რომელიც ემსახურება ხელისუფლების ცვლილებას, რომელიც დღეს გვყავს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, როცა სალომე ზურაბიშვილთან მე მივალ აუცილებლად მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზეც დაველაპარაკები“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გვარამიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ქვეყანას სჭირდება დამშვიდება, დაცულობა, ამიტომ, ამ ტრიბუნიდან გთავაზობთ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას და გზას, შევქმნათ მომავლის ქარტია „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,177 ნახვა