GD Banner
საზოგადოება

„ჩანს ყველანაირი ნიშანი, რომ ეს ადამიანი უნდა მოკლან აქ“ – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნას ეხმაურება და ნდობას უცხადებს, თუმცა ამბობს, რომ გაუმჯობესების ნიშანებს ვერ ხედავს.

“არავითარი საფუძველი არ მაქვს, რომ არ ვენდო, პირიქით. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ აი, უკვე წელიწადი და 9 თვეა თითქმის ეს ადამიანი აქ არის კლინიკაში მოთავსებული და მე ამ ხნის მანძილზე დღეში 2-ჯერ მოვდივარ, ვნახულობ და ვხედავ. მე პირადად გაუმჯობესებას დიდად ვერ ვხედავ. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი კეთდება თითქოს ამისთვის. ნუ, ეს არის წამება თავისთავად, სრულიად უდანაშაულო ადამიანს რომ მოათავსებ და გამოკეტავ იზოლაციაში, ეს უკვე არის წამება თავისთავად. არავითარი იმედი იმის, რომ ეს ადამიანი მორჩება. პირიქით. ჩანს ყველანაირი ნიშანი, რომ ეს ადამიანი უნდა მოკლან აქ,” – ამბობს ალასანია.
“ვივამედის” კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე კი ამბობს, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საჭიროა კლინიკაში ყოფნა:

“სტაბილურია მისი მდგომარეობა, გაუმჯობესებულია ყველა პარამეტრი. თუმცა, სუბიექტურად პაციენტი მაინც აღნიშნავს ჩივილებს. ძირითადად, ეს არის ზოგადი სისუსტე, ეს არის ტკივილი სახსრების არეში და ნაკლებად აქტიურია მოძრაობაში, ადინამიურია უფრო. ნამდვილად აღენიშნება ნევროლოგიური სტატუსის გაუმჯობესება, თუმცა ნევროლოგიური სტატუსი მაინც რჩება საყურადღებოდ. მე შემიძლია გითხრათ, რომ ამ ეტაპზე მისი სუბიექტური თუ ობიექტური მონაცემებიდან გამომდინარე, პაციენტს ესაჭიროება კლინიკის პირობებში ყოფნა,” – ამბობს ჩხაიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,232 ნახვა