GD Banner
პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: „ქართული ჯარი ჩვენი საზოგადოების განსაკუთრებული ნაწილია, ის ყოველთვის იყო ქვეყნის შიგნით და გარეთ პროფესიონალიზმის, სანდოობისა და სიმტკიცის მაგალითი“

„უპირველეს ყოვლისა, მინდა უდიდესი პატივისცემა გამოვხატო ჩვენი პროფესიონალი და გმირი სამხედროების მიმართ, რომლებიც იცავენ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. ქართული ჯარი ჩვენი საზოგადოების განსაკუთრებული ნაწილია, ის ყოველთვის იყო ქვეყნის შიგნით და გარეთ პროფესიონალიზმის, სანდოობისა და სიმტკიცის მაგალითი. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, საქართვლოს თავდაცვის ძალებმა ურთულესი გზა გამოიარა, ბრძოლები ტერიტორიული მთლიანობისათვის, რუსეთ-საქართველოს ომი, საერთაშორისო მისიები. ყოველ ჯერზე ღირსებით და სიმამაცით იცავდნენ ჩვენი სამხედროები ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს. ქედს ვიხრი ჩვენი დაღუპული სამხედროების ხსოვნის წინაშე. დიდება მათ!“ – ამ სიტყვებით დაიწყო თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა საკუთარი გამოსვლა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.

ირაკლი ჩიქოვანმა პატივისცემა კიდევ ერთხელ დაუდასტურა თავდაცვის ძალების თითოეულ წარმომადგენელს და აღნიშნა, რომ მისთვის საამაყოა თავდაცვის ძალების კიდევ უფრო განვითარებისთვის მათთან ერთად მუშაობა – „საამაყო და საიმედოა, რომ თავდაცვის ძალების განვითარებისათვის ვიმუშავებ უაღრესად გამოცდილ, ღირსეულ და პატრიოტ ადამიანებთან ერთად. მინდა, დიდი პატივისცემა დავაფიქსირო თავდაცვის ძალების მეთაურის გენერალ გიორგი მათიაშვილის მიმართ, მისი მოადგილეების, გენერალური შტაბის შემადგენლობის, სარდლობების ხელმძღვანელების, ოფიცრების, სერჟანტების, კაპრალებისა და თითოეული რიგითის მიმართ“.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ნდობისთვის მადლობა გადაუხადა პოლიტიკური გუნდის თითოეულ წევრს, განსაკუთრებით კი, პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს, ასევე ყოფილ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს. ირაკლი ჩიქოვანმა იმედი გამოთქვა, რომ თავდაცვის ძალების შემდგომი გაძლიერებისთვის პარლამენტთან ნაყოფიერი და მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,169 ნახვა