GD Banner
უცხოური მედია

ჩილეში ტყის ხანძრების შედეგად, 46 ადამიანი დაიღუპა, დაკარგულია- 200

ჩილეში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 46-მდე გაიზარდა, დაკარგულად ითვლება 200-ამდე ადამიანი. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, გაბრიელ ბორიჩმა განაცხადა.

მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ხანძრები გრძელდება, დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება.

ადგილობრივი სატყეო დეპარტამენტის ინფორმაციით, მხოლოდ 3 თებერვალს ქვეყნის მასშტაბით ტყის ხანძრის 143 კერა დაფიქსირდა, რომელთა საერთო ფართობი დაახლოებით 21 ათასი ჰექტარია. მედიის ინფორმაციით, დაზიანებულია თითქმის ათასი შენობა, განსაკუთრებით მძიმედ დაზარალდა ქალაქი ვინია-დელ-მარი, რომელიც ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოდან 120 კილომეტრში მდებარეობს.

ხანძარმა ასევე სერიოზულად დააზიანა სახლები ლა ესტრელასა და ნავიდადის დასახლებებში. ევაკუაცია განხორციელდა ქალაქ პიჩილემუშიც.

ექსტრემალურ სიცხეს და მის შედეგებს იანვრის ბოლოდან ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებიც განიცდიან. არგენტინაში, გვალვისა და მაღალი ტემპერატურის ფონზე, ლოს ალერსის ეროვნულ პარკში უზარმაზარი ხანძარი გაჩნდა – ხანძარმა პარკის 3 000 ჰექტარზე მეტი ფართობი გაანადგურა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,755 ნახვა