GD Banner
ჯანდაცვა

სოფო ჯაფარიძე – სახელმწიფოსგან ყურადღების მიღმა დატოვებულ ონკოლოგიურ პაციენტებს უწევთ გარეთ დგომა და ბრძოლა სიცოცხლის გადასარჩენად – ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ მათ უწყვეტი მკურნალობის მიღება შეძლონ

სამწუხაროდ, დღეს სახელმწიფოსგან ყურადღების მიღმა დატოვებულ ონკოლოგიურ პაციენტებს უწევთ გარეთ დგომა და ბრძოლა სიცოცხლის გადასარჩენად. მე მჯერა, რომ ჩვენი ერთად დგომით, ბრძოლით შევძლებთ, რომ ამ ადამიანებმა შეძლონ უწყვეტი მკურნალობის გაგრძელება, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ ონკოლოგიური პაციენტების მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ბოლომდე იბრძოლებენ, რომ აღნიშნული დიაგნოზის მქონე ადამიანებმა შეძლონ უწყვეტი მკურნალობის მიღება.

“ცხადია, ვუერთდები აქციას, სადაც ვფიქრობ, რომ უნდა ვიყოთ ყველა, ვისაც სურს, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლონ მოიპოვონ სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება. აქ არიან ონკოლოგიური პაციენტები, ონკოლოგიური პაციენტების მშობლები, შვილები. ძალიან მძიმეა მათი მოსმენა და აქ არიან ასევე ადამიანები, რომლის ოჯახის წევრებიც დაიღუპნენ, იმიტომ, რომ ვერ მიიღეს დროული დახმარება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ უნდა ვიდგეთ ერთად, უნდა ვიყოთ მათი სოლიდარულები და ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ დღეს ამ ქვეყანაში მოვიპოვოთ სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება, სამწუხაროდ გვიწევს ამისთვის ბრძოლაც, აქ არიან ონკოლოგიური პაციენტები, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში გადაადგილებაც კი უჭირთ.

პრობლემა არის ძალიან ბევრი, არა მხოლოდ ერთი ან ორი. გარდა იმისა, რომ ლიმიტებში მოაქციეს ამ ადამიანების ჯანმრთელობა და ამ ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა. გარდა ამისა, უგვიანდებათ მათ მკურნალობა, კლინიკებს არ ერიცხებათ სამინისტროდან თანხა, რომ შეძლონ სერვისის მიწოდება და კიდევ უამრავ პრობლემაა, რის გამოც ეს ადამიანები გამოვიდნენ გარეთ. ადამიანებს, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში გადაადგილებაც კი უჭირთ, თავიანთი რთული დიაგნოზების გამო, ისინი ისედაც მძიმე გზას გადიან, ძალიან რთულ გზას გადიან, მაგრამ მე მჯერა ჩვენი თანადგომით ვიბრძოლებთ ბოლომდე მათთან ერთად, რომ მათ ქუჩაში აღარ უწევდეთ დგომა იმისთვის, რომ სახელმწიფოს სთხოვონ გადარჩეს მათი სიცოცხლე. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ვართ სრულიად უპატრონოები, ხელისუფლების მხრიდან სრულიად ყურადღების მიღმა დარჩენილები და ასე გვიწევს ბრძოლა, მაგრამ მე მჯერა ჩვენი ერთად დგომით არაერთხელ უკვე მივაღწიეთ შედეგს და ესეც არ იქნება გამონაკლისი, ვიბრძოლებთ ბოლომდე და შევძლებთ, რომ ამ ადამიანებმა შეძლონ უწყვეტი მკურნალობის მიღება”, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,154 ნახვა