„ქართული ოცნების“ ყრილობამ პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილი აირჩია. ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარედ „ქართული ოცნების“ წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს.
„ერთხმად დამტკიცებულია თავმჯდომარის პოსტზე ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა. ვულოცავ ბატონ ირაკლის და მადლობას გადავუხდი 3-წლიანი მოღვაწეობისთვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, რომელმაც ჩვენს ქვეყანას უდიდესი წარმატებები მოუტანა“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ყრილობაზე.
ქართლი ოცნების ყრილობა სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“ მიმდინარეობს. პარტიულ ყრილობას „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება.
„ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერის თანამდებობიდან წასვლა თავად მოისურვა. მან ასე უპასუხა კითხვას, “რატომ მოიტყუა, რომ პრემიერ-მინისტრი არ შეიცვლებოდა”.
„რა უნდა დავუწუნო, ნახეთ როგორი კაცია. თვითონ მოისურვა, მე არ მომისურვებია,” – განაცხადა ივანიშვილმა.
ყრილობა, საქართველოს ჰიმნით გაიხსნა.