GD Banner
პოლიტიკა

„მთელი მხარდაჭერით, მთელი გუნდით, ბუნებრივია, ავირჩევთ ირაკლი კობახიძეს“ – ირაკლი ზარქუა

„მთელი მხარდაჭერით, მთელი გუნდით, ბუნებრივია, ავირჩევთ ბატონ ირაკლი კობახიძეს“, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, გაგრძელდება ქვეყნის განვითარება ირაკლი კობახიძის მეთაურობით.

„მნიშვნელოვანი დღე გვაქვს პარტიას, მმართველ გუნდს, ჯერ პოლიტსაბჭო გაიმართება, შემდეგ ყრილობა, სადაც, ერთადერთი პრემიერობის კანდიდატურაა წარმოდგენილი და მთელი მხარდაჭერით, მთელი გუნდი, ბუნებრივია, ავირჩევთ ბატონ ირაკლი კობახიძეს.

მანამდე, მინდა ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა ვუთხრა გაწეული სამსახურისთვის. ეს 3 წელი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან რთული და მნიშვნელოვანი იყო, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა შეძლო შეენარჩუნებინა მშვიდობა. გარდა ამისა, ეკონომიკური ზრდა გვქონდა ისტორიული და გვირგვინი ეს იყო ევროინტეგრაციის პიკი, სადაც კანდიდატის სტატუსი ღირსებით და დამსახურებულად მივიღეთ.

გრძელდება ჩვენი ქვეყნის განვითარება, ახლა უკვე ირაკლი კობახიძის მეთაურობით და, ბუნებრივია, ჩვენ ყველანი მხარს დავუჭერთ“, – აცხადებს ირაკლი ზარქუა. 

შეგახსენებთ, 1-ელ თებერვალს „ქართული ოცნების“ მერვე ყრილობა იმართება. ყრილობაზე აირჩევენ პარტიის ახალ თავმჯდომარეს. პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დელეგატებს ოფიციალურად წარუდგენს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,196 ნახვა