GD Banner
პოლიტიკა

ის, რომ ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი, პირველ რიგში, ივანიშვილის დამსახურებაა – ირაკლი კობახიძე

„ის რომ დღეს საქართველოს აქვს დემოკრატია, მშვიდობა, ეკონომიკური წინსვლა და ქვეყანამ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, პირველ რიგში, არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

„ბიძინა ივანიშვილი თითოეული ჩვენგანისთვის არის იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა ემსახურო საკუთარ ქვეყანას. გასულ წლებში, გუნდის თითოეულმა წევრმა ჩადო თავისი წილი ძალისხმევა ჩვენი ქვეყნის წინსვლაში, თუმცა აუცილებლად უნდა ითქვას, ის რომ დღეს საქართველოს აქვს დემოკრატია, მშვიდობა, ეკონომიკური წინსვლა და ქვეყანამ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, პირველ რიგში, არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, განსაკუთრებული მადლობა პარტიის დამფუძნებელს ამისთვის“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,198 ნახვა