GD Banner
პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მეტ დროს დავუთმობ პარტიულ საქმიანობას, პარტიის გუნდთან ერთად გავაგრძელებ მუშაობას

„მე მეტ დროს დავუთმობ, რა თქმა უნდა, პარტიულ საქმიანობას, პარტიის გუნდთან ერთად გავაგრძელებ მუშაობას, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” რიგით მე-8 ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გუნდში დამკვიდრებული დემოკრატიული პროცესის და პრაქტიკის გათვალისწინებით, აუცილებელია, რომ გუნდის სხვა წარმატებულ ლიდერებს მიეცეთ საშუალება, მათაც გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები.

„ახლა რაც შეეხება გადადგომის მიზეზებს, იცით, რომ ყველაფერი განვმარტე, ახალს ვერაფერს ვერ გეტყვით და არ გეტყვით არაფერს ახალს, იმიტომ, რომ არაფერი არ არსებობს. ჩვენს გუნდში არის დამკვიდრებული ასეთი პრაქტიკა და ეს არის აბსოლუტური შიდა დემოკრატია ჩვენს გუნდში, ყველაზე მეტ ხანს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრებიდან, გადახედეთ თქვენ, შეგიძლიათ გადახედოთ გვარებს და მათ მოღვაწეობას, ყველაზე მეტ ხანს, 5 წელი ვიყავი მე პრემიერ-მინისტრი. გუნდში დამკვიდრებული დემოკრატიული პროცესის და პრაქტიკის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენ დავნერგეთ „ქართულ ოცნებაში“, აუცილებელია, რომ გუნდის სხვა წარმატებულ ლიდერებს მიეცეთ საშუალება, რომ მათაც გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები.

თავიდანვე გეგმაც ასეთი იყო, მე საზოგადოებას განვუმარტე, რომ 2 არჩევანი არსებობდა, მე ვფიქრობდი, ერთი გუნდმა შემომთავაზა, რომ დავრჩენილიყავი ზაფხულამდე, შემდეგ მომხდარიყო, მე პირველი არჩევანი ვარჩიე, ახლავე გადადგომა, ვინაიდან, რა თქმა უნდა, საჭირო არის უფრო მეტი დრო დავუთმო მე, ერთი მხრივ, პარტიას და ირაკლი კობახიძემ მთავრობას და მთავრობის მუშაობას. სხვა ახალს მე ვერ გეტყვით. ახლა ახალს მე ვერ გეტყვით და არ გეტყვით. მე გითხარით, რომ მქონდა კონსულტაციები პოლიტსაბჭოსთან. ვამაყობ ჩემი წარმატებული წლებით. ახლა პარტიას უნდა მოვახმარო ჩემი გამოცდილება. პრემიერ-მინისტრს წარადგენს პარტიის დამფუძნებელი. რა არის ამაში ახალი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,194 ნახვა