GD Banner
პოლიტიკა

ჯუანშერ ბურჭულაძე პოსტს ტოვებს, თავდაცვის მინისტრად ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურა იქნება წარდგენილი – ირაკლი კობახიძე

„ყველა მინისტრს შევთავაზე თანამდებობაზე დარჩენა, ერთადერთი, პირადი მოსაზრებიდან გამომდინარე, თავდაცვის მინისტრს უნდოდა სხვა სფეროში გადანაცვლება, რასაც, რა თქმა უნდა, ანგარიში გავუწიეთ“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეს ერთადერთი ცვლილება იქნება საქართველოს მთავრობაში და თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანს წარადგენენ. 

„მინისტრებთან დაკავშირებით თითიდან გამოწოვილი უამრავი სპეკულაცია იყო საკადრო ცვლილებებზე, რაც იყო სრული აბსურდი. მე, როდესაც საუბარი მქონდა გუნდში მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით, მინდა ხაზი გავუსვა – მთავრობის თითოეულ წევრს შევთავაზე დარჩენა. ერთადერთი, თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის პოზიცია იყო, რომ მას სურდა პოლიტიკიდან სხვა სფეროში გადანაცვლება. მე პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას.

შესაბამისად, ერთადერთი ცვლილება საქართველოს მთავრობაში – თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილი იქნება ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,160 ნახვა