GD Banner
პოლიტიკა

„სამწუხაროდ, ზუგდიდი მაჟორიტარის გარეშე იქნება“ – მამუკა მდინარაძე

„სამწუხაროდ, ზუგდიდი მაჟორიტარის გარეშე იქნება“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ასე უპასუხა მდინარაძემ კითხვას, რა ბედი ეწევა პარლამენტში ზუგდიდის მაჟორიტარის ადგილს, რომლის პოსტს ამჟამად ირაკლი ჩიქოვანი იკავებს და რომელიც თავდაცვის მინისტრის კანდიდატად იქნება წარდგენილი.

„საარჩევნო წელს, როგორც წესი, არჩევნები არ ტარდება, ამიტომ, სამწუხაროდ, ზუგდიდი მაჟორიტარის გარეშე იქნება წელს. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩვენ მაჟორიტარები აღარ გვეყოლება, მაგრამ სიაში აუცილებლად იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ ყველა რეგიონს, სამეგრელოს, ზუგდიდს და ა.შ.“ – განაცხადა მდინარაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,160 ნახვა