GD Banner
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ირაკლი კობახიძე არის ძალიან წარმატებული მენეჯერი, განსაკუთრებული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ადამიანი, თავისი ქვეყნის მოყვარული, შესაბამისად, გვაქვს იმის უდავო მოლოდინი, რომ ის კარგი პრემიერ-მინისტრი იქნება

ირაკლი კობახიძე არის ძალიან წარმატებული მენეჯერი, გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, განსაკუთრებული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ადამიანი, მენეჯმენტის განსაკუთრებული უნარებით, თავისი ქვეყნის მოყვარული, თავისი განსაკუთრებული ხედვებით და შესაბამისად, გვაქვს იმის უდავო მოლოდინი, რომ ის იქნება კარგი პრემიერ-მინისტრი, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე – “ირაკლი კობახიძეზე განაცხადეთ, რომ წარმატებული მენეჯერია, თუმცა, ოპონენტები აცხადებენ, რომ მას არ აქვს გამოცდილება მენეჯმენტში, ეკონომიკურ ნაწილში არ ჰქონია ურთიერთობა და ვერ შეძლებს მართვას”, მდინარაძემ აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძე 2016 წლიდან, პარლამენტის თავმჯდომარის და უმრავლესობის ლიდერის პოსტს იკავებდა, შესაბამისად, მას ქვეყნის მართვასთან დაკავშირებულ ყველა სფეროსთან აქვს შეხება.

“ყველაფერი შეიძლება მოიფიქრო და ირაკლი კობახიძეზე გამოუცდელი არ უნდა თქვა. ირაკლი კობახიძეს გამოუცდელს რომ დაუძახებ, შენ თვითონ გავნებს ეს ამბავი. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ირაკლი კობახიძემ პარტია როგორი წარმატებით მართა და პარტიული სტრუქტურები როგორ ააწყო, ეს ძალიან კარგად გვახსოვს. ამის გარდა, ეს ადამიანი 2016 წელიდან არა მხოლოდ პარლამენტის წევრის, პარლამენტის თავმჯდომარის, უმრავლესობის ლიდერის და ა.შ. – ამ თანამდებობას იკავებდა და რა გგონიათ, ეკონომიკასთან არ გვაქვს შეხება თუ რომელიმე სფეროსთან, რაც ქვეყნის მართვასთან არის დაკავშირებული? რბილად რომ ვთქვათ, რა არარელევანტური შედარება, დახასიათება უნდა იყოს, რომ 2016 წლიდან პარლამენტის უმაღლესი თანამდებობის პირს, თურმე, შეხება არ ჰქონია ეკონომიკასთან.” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,157 ნახვა