GD Banner
პოსტები სოციალური ქსელიდან

დიმიტრი ხუნდაძე სამთავრობო ცვლილებებზე: მმართველ გუნდს ამ ლიდერებით კიდევ ბევრის გაკეთება შეუძლია ქვეყნისა და საზოგადოების სასიკეთოდ და ეს ცვლილებებიც მხოლოდ ამას ემსახურება

„ოპოზიციას ერჩივნა არც პარტიის საპატიო თავმჯდომარე გამოჩენილიყო ივანიშვილის სახით და ორი ლიდერი ირაკლიდან, ორივე ჩამოშორებოდა თანამდებობებს,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს.

ხუნდაძე ხელისუფლებაში მიმდინარე ცვლილებებს ეხმიანება და ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ღარიბაშვილის ღირსებებზე აკეთებს აქცენტს.

„მმართველ გუნდში განხორციელებული ცვლილებები უფრო მეტი წინსვლის პერსპექტივას აჩენს, რითაც პირველ რიგში საზოგადოება ისარგებლებს.ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა ქვეყნისათვის სტაბილურობის მეტ გარანტიას იძლევა, ხოლო ხელისუფლებისთვის – მეტ პასუხისმგებლობას.

ოპოზიციას ერჩივნა არც პარტიის საპატიო თავმჯდომარე გამოჩენილიყო ივანიშვილის სახით და ორი ლიდერი ირაკლიდან, ორივე ჩამოშორებოდა თანამდებობებს. სწორედ ამიტომ, წინასაარჩევნოდ არც თუ ისე უსაფუძვლოდ დაშინებული ოპოზიცია, გაზაფხულის ბუზივით იკბინება.

ირაკლი ღარიბაშვილი განსხვავებული პრემიერი იყო თავისი არაერთი ისტორიული წარმატებით და ასევე განსხვავდება ყველა სხვა პრემიერისაგან თანამდებობიდან წასვლით, რომ უკან ქვების სროლა არ დაუწყია საკუთარი გუნდისთვის, რაც მის ღირსებაზე მეტყველებს.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, ის გამორჩეული ლიდერია გუნდში, რომლის ნებისმიერი ნაბიჯი ცოდნით განპირობებული წინდახედულობით გამოირჩევა, რაც ქვეყნის გრძელვადიანი, სტაბილური განვითარების მყარ გარანტიებს ქმნის. მმართველ გუნდს ამ ლიდერებით კიდევ ბევრის გაკეთება შეუძლია ქვეყნისა და საზოგადოების სასიკეთოდ და ეს ცვლილებებიც მხოლოდ ამას ემსახურება,“ – წერს ხუნდაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,231 ნახვა