გურამ მაჭარაშვილი „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმიანება. „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ ნიკა გვარამიას მარტივი ტყუილებით უნდა საზოგადოებას თავი ახალ სახედ შეასაღოს.
„გვარამია ადასტურებს, რომ ის არის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი შემოქმედი და იდეოლოგი. მაგრამ იმასაც ამბობს, რომ ახლა ტანსაცმელს გამოვიცვლი, სათვალის ფერს შევიცვლი და „ნაცმოძრაობა“ აღარ ვიქნებიო – ახლა გვარამიას მარტივი ტყუილით უნდა, საზოგადოებას თავი ახალ სახედ შეასაღოს“, – აღნიშნავს გურამ მაჭარაშვილი.
ნიკა გვარამია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გამიჯვნას ცდილობს და არჩევნებში ბრძოლას ახალი პარტიითა და ძველი სახეებით გეგმავს. გაერთიანებაში ზურაბ ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და ნიკა მელიას ხედავს, დაწყებული აქვს კონსულტაციაც.
Facebook Comments Box