GD Banner
პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი გიორგი გახარიაზე – ახლა გახდა თურმე ბიძინა ივანიშვილი არჩევნების მომპარავი, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია

მაინტერესებს, 2012 წლის და ყოველი მომდევნო არჩევნები, რითაც ბატონი გახარია ჯერ ბიზნეს-ომბუდსმენი, შემდეგ ეკონომიკის მინისტრი, შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი, შემდეგ პრემიერ -მინისტრი გახდა, ის არჩევნებიც მოტაცებული იყო ივანიშვილის მიერ? – განუცხადა ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა.

მისი თქმით, მაშინ გახარიას მოსწონდა ეს ყველაფერი, ახლა აღარ მოსწონს, რადგან შანსი არ აქვს, მათ შორის ბარიერის გადალახვის.

„სანამ გახარია მთავრობის წევრი იყო ნებისმიერი სტრუქტურის და ფორმაციის ჩვენი მმართველობის პერიოდში, მაშინ ეს არჩევნები არ იყო მოტაცებული, იმიტომ, რომ გახარია იყო მინისტრი და ჩვენ მთავრობაში ერთერთი წამყვანი ფიგურა, მაშინ მოსწონდა ეს ყველაფერი, ახლა აღარ მოსწონს, იმიტომ რომ შანსი არ აქვს, მათ შორის ბარიერის გადალახვის, ახლა აღშფოთებულია და განიცდის. ახლა გახდა თურმე ბიძინა ივანიშვილი არჩევნების მომპარავი. რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია, თუმცა შემიძლია უფრო მკვეთრადაც თქმა, არც ამის მერიდება. ყველამ თავის გულში ჩაიხედოს“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,194 ნახვა