GD Banner
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე – ყველა ცვლილება ხორციელდება ყოველთვის იმ იმედით, რწმენით და რეალური არგუმენტებით, რომელიც კიდევ უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს ქვეყანას

ყველა ცვლილება ხორციელდება ყოველთვის იმ იმედით, რწმენით და რეალური არგუმენტებით, რომელიც კიდევ უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს ქვეყანას. ეს მომავალ პრემიერ-მინისტრზე, ჯერჯერობით სახელის და გვარის გარეშე. რაც შეეხება პარტიას, კიდევ ერთხელ მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს იმისთვის, რაც აკეთა პრემიერობის პერიოდში – განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.

მამუკა მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობა პარტიაშიც ასეთივე წარმატებული იქნება.

„ამაზე [ცვლილებებზე] მას შემდეგ ვილაპარაკოთ, რაც პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა ოფიციალურად დასახელდება. ყველა ცვლილება ხორციელდება ყოველთვის იმ იმედით, რწმენით და რეალური არგუმენტებით, რომელიც კიდევ უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს ქვეყანას. ამ შემთხვევაში ეს მომავალ პრემიერ-მინისტრზე, ჯერ-ჯერობით სახელის და გვარის გარეშე. რაც შეეხება პარტიას, კიდევ ერთხელ მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს იმისთვის, რაც აკეთა პრემიერობის პერიოდში. განსაკუთრებული მადლობა ბოლო სამი წლისთვის, რისი გადატანაც მოუწია, რა წარმატებაც მისი ხელმძღვანელობით ამ ქვეყანამ მიიღო. ამ წარმატებების ჩამონათვალი ვრცელია და შეიძლება ამის ერთ-ერთი პოზიტიური ფინალი იყოს კანდიდატის სტატუსი და შესაბამისად ამ ყველაფრისა, დარწმუნებულები ვართ, რომ მისი საქმიანობა პარტიაშიც ასეთივე წარმატებული იქნება. ჩვენ, ყველანი ერთად, ერთიანი გუნდით, ერთიანი ჟინით, მონდომებით, მეგობრულად, გუნდურად გავალთ არჩევნებზე, კიდევ ერთხელ დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ. ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობას ველოდებით და ამას შემთხვევით არ ვამბობთ, ყველა მონაცემი ამაზე მეტყველებს და მორალური უფლებაც გვაქვს ამაზე ვილაპარაკოთ და შემდეგ ეროვნული ინტერესების უპირობოდ გატარებით გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა და კიდევ უფრო წარმატებული გავხადოთ ეს ქვეყნა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,157 ნახვა