ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი დამყარებული უამრავ კვლევაზე და არა საზოგადოების “დასაბოლებლად” გაკეთებული განცხადება, როგორც ამას სააკაშვილი აკეთებდა. ამის გადამოწმება კი ძალიან ადვილია, მთავარია სურვილი, – ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც ამბობს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2028 წლისთვის კიდევ უფრო შემცირდება საქართველოში და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოსახლეობის ცხოვრების დონეებს შორის სხვაობა.
ფოჩხუას თქმით, რაც არ უნდა მოიმოქმედოს დღევანდელმა დესტრუქციულმა ოპოზიციამ, ვერ შეაჩერებენ ქვეყნის განვითარებას, რადგან ხელისუფლება ბოლომდე მიიყვანს დაწყებულ საქმეს ქართველ ხალხთან ერთად.
„ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი დამყარებული უამრავ კვლევაზე და არა საზოგადოების “დასაბოლებლად” გაკეთებული განცხადება, როგორც ამას სააკაშვილი აკეთებდა. ამის გადამოწმება კი ძალიან ადვილია, მთავარია სურვილი. გარდა იმისა, რომ დღევანდელი ხელისუფლება სწორ საგარეო პოლიტიკას აწარმოებს, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლაც მისი სწორი პოლიტიკის შედეგია. ნურავის ეგონება, რომ ქართველი ხალხი ამას ვერ ხედავს. რაც არ უნდა მოიმოქმედოს დღევანდელმა დესტრუქციულმა ოპოზიციამ, არყიოს ქვეყანა, იმუშაონ საბოტაჟის რეჟიმში, ვერ შეაჩერებენ ქვეყნის განვითარებას, რადგან ხელისუფლება ბოლომდე მიიყვანს დაწყებულ საქმეს ქართველ ხალხთან ერთად,“ – წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.