GD Banner
პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ოპოზიციის რადიკალურად დაბალი რეიტინგები შემთხვევითი არაა. ეს არის დამსახურებული სწორედ მათი დესტრუქციული და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობიდან გამომდინარე

ოპოზიციის რადიკალურად დაბალი რეიტინგები შემთხვევითი არაა. ეს არის დამსახურებული სწორედ მათი დესტრუქციული და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„ფაქტია, რომ ასეთი სუსტი ოპოზიცია საქართველოს არ ჰყოლია. ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ ქვეყნის ოპოზიციაში უნდა ჩადგნენ. შესაბამისად, ის მათი რადიკალურად დაბალი რეიტინგები შემთხვევითი არაა. ეს არის დამსახურებული სწორედ მათი დესტრუქციული და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობიდან გამომდინარე. ერთადერთი, რაზეც ახლა ისინი ფიქრობენ, არის ის, როგორმე გადალაგდნენ ისე, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახონ. სხვა მიზანი და ამოცანა მომდევნო არჩევნებზე, როგორც ჩანს, მათ არ გააჩნიათ“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,160 ნახვა