ამ დრომდე პოლიცია ეძებს კაცს, ვინც ორბელიანის მოედანზე 21 წლის ნიკიტა აგიევი ცივი იარაღით მოკლა. ნივთმტკიცება პოლიციელებმა ორბელიანის მოედანზე იმ ადგილზე ნახეს, სადაც მკვლელობა მოხდა.
ერთ-ერთი ვერსიით, თავდასხმა ახალგაზრდა კაცზე ჯგუფურად მოხდა და დანაშაულის ფიგურანტი, სავარაუდოდ, 4 პირია.
წინასწარი ინფორმაციით, აგიევი სასიკვდილოდ მისმა მეგობარმა გაიმეტა.
მკვლელობას წინ უძღოდა სიტყვიერი დაპირისპირება. დასისხლიანებული მამაკაცი უგონო მდგომარეობაში ქუჩაშმოქალაქეებმა ნახეს. 21 წლის აგიევი სასწრაფო დახმარების სამსახურის მანქანაში გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცებს შორის კონფლიქტი თვეების წინ დაიწყო, რაც სისხლიანი ანგარიშსწორებით დასრულდა. საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ადგილზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
Facebook Comments Box