იაპონიაში მამაკაცს სიკვდილით დასჯიან ანიმე-სტუდიაში ხანძრის გაჩენის გამო
–
ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული კიოტოს სასამართლოს მიერ. ინფორმაციას NHK ავრცელებს.45 წლის სინძი აობუ ბრალდებულია სტუდია Kyoto Animation-ში ხანძრის გაჩენაში. დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ მას დანაშაულის ჩადენის მომენტში ფსიქიკასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, თუმცა სასამართლომ ეს არგუმენტი არ გაითვალისწინა. მამაკაცმა ანიმე სტუდია 2019 წელს დაწვა. ხანძრის შედეგად დაიღუპა სტუდიის 36 თანამშრომელი, 32-მა კი, მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო. დაშავდა თავად ბრალდებულიც. გამოძიების მსვლელობისას მამაკაცმა ჩადენილი დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ მოტივი იყო სტუდიის მიერ მისი რომანის იდეის მითვისება. აობუ ადრე ამ რომანით Kyoto Animation-ის კონკურსში იღებდა მონაწილეობას.
Facebook Comments Box